საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ეს პრემიერის სიტყვით გამოსვლის, პრიორიტეტული ნაწილი იყო
გაეროს ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურმა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად მიმდინარე სამუშაო პროცესი განიხილა. „საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“ -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
