პრემიერის გზავნილები გაეროს ტრიბუნიდან
პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოსვლა, გაეროს 77 - ე სესიის გენერალურ დებატებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა 15 წუთიან განცხადებაში, სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. „ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“ - აღნიშნა ამ კონტექსტში მთავრობის მეთაურმა. ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება. აცხადებს პრემიერ მინისტრი.
