საცობების პრობლემა თბილისში
თბილისის მერმა გადაცემა "იმედი ლაივში" გზების გადატვირთვის მიზეზი განმარტა. კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პრობლემა ინფრასტრუქტურული სამუშაოებით არის გამოწვეული. მან დეტალურად ისაუბრა დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლებიც ვერის ბაღის, თემქის ხევის, წერეთლის გამზირის განახლებას, ვაკის პარკის კასკადის მოწესრიგებას უკავშირდება.
