ერთი ნაბიჯი ფლეი ოფამდე
დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურში, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. როგორ ემზადება მნიშვნელოვანი თამაშისთვის საქართველოს ნაკრები, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
