პარიზში მიმდინარე ტურისტული გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტული ინდუსტრიისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, გასტრონომიული ასოციაციების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს. საერთაშორისო კომპანიები საქართველოს სამთო, საზღვაო და გამაჯანსაღებელი კურორტებით დაინტერესდნენ.
