ჯანდაცვის მინისტრის მოსმენა პარლამენტში
დღეს საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით, ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ. ზურაბ აზარაშვილი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, დაკავშირებული იქნება მასშტაბურ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან.
