პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბაიდენისა და ჯილ ბაიდენის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის მთავრობის მეთაურმა, სოციალურ ქსელ “ტვიტერით” მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა, ამერიკის პრეზიდენტსა და მის მეუღლესთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
