ბათუმში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ბათუმში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი აღსრულების პროცესში ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებს განიხილავს. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა გახსნა. რატი ბრეგაძემ მონაწილეებს საქართველოს სააღსრულებო სისტემაში უკვე დანერგილი ელექტრონული სერვისები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
