მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა, რუსეთის შემოსავლის დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის
მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა, რუსეთის შემოსავლის დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 24-ი თებერვლიდან დღემდე ევროგაერთიანებამ რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში მოსკოვს 91-ტ მილიარდზე მეტი ევრო გადაუხადა. მთლიანობაში კი რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158-ი მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, აქედან ევროკავშირის წილი 54-ი პროცენტია.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
