ნიკა მელია დავით კეზერაშვილს პოლიტიკისგან შორს ყოფნას ურჩევს
ნიკა მელია დავით კეზერაშვილს პოლიტიკისგან შორს ყოფნას ურჩევს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ასე ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის უკეთესი იქნება. მელიას ეს განცხადება თანაპარტიელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პარტიის ლიდერისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ დავით კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართული არ არის.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
