თეა წულუკიანის მოსმენა პარლამენტში
დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა მინისტრის საათის ფორმატში, თეა წულუკიანის მოხსენება პარლამენტში. მინისტრმა ისაუბრა კულტურულ ძეგლებზე, რომლებსაც რეაბილიტაცია უტარდება, ასევე ხვადასხვა მუზეუმში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებზე , მინისტრი ამბობს, რომ დაკარგულია 2 640 ექსპონატი. დაგეგმილი პროექტების გარდა, თეა წულუკიანმა დეპუტატების წინაშე ისაუბრა საკადრო გადაწყვეტილებებზეც და დაასახელა ის კრიტერიუმები, რომლებსაც მისი აზრით, თანამშრომლები უნდა აკმაყოფილებდნენ.