დღეს პრემიერი გაეროში სიტყვით გამოვა
გლობალური უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომი, ეკოლოგია და ეკონომიკა - ნიუ-იორკში გაეროს 77-ე სესია გრძელდება. მესამე დღეს მსოფლიო ლიდერები ძირითად პრიორიტეტებზე, მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ. ცოტა ხანში სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი აქცენტების შესახებ რუსუდან შელია, ნიუ-იორკიდან გვეტყვის.
