ღვინის ტურიზმის განვითარება და მიღწევები
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის გლობალურ კონფერენციაზე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საქართველოს ღვინის ტურიზმის განვითარებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან გამართა. კონფერენცია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.
