ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, რუსეთის ათობით ქალაქში გამოსვლები მოჰყვა
ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას, რუსეთის ათობით ქალაქში გამოსვლები მოჰყვა. დაკავებულია 1 400-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ან უკრაინაში, ომში გაგზავნა ემუქრება. პუტინის გადაწყვეტილებას სერიოზული შეცდომა უკვე უწოდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ კრემლის ლიდერის ეს ნაბიჯი, რუსეთის მოსახლეობას დააზარალებს.
