სკოლისა და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, განათლების მინისტრთან, ხულოს მერთან და ადგილობრივი სკოლის აღსაზრდელებთან ერთად, ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის დაწყებას, საფუძველი ჩაუყარა. სკოლა, პრაქტიკულად მთელ მაღალმთიან აჭარას მოემსახურება. პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა, 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვილილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი და სპორტდარბაზი. ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები.
