გიგა მაქარაშვილმა და ზურაბ ბერძენიშვლმა საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგეს
გიგა მაქარაშვილმა და ზურაბ ბერძენიშვლმა საქართველოს წინააღმდეგ დავა წააგეს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს, მაქარაშვილის და ბერძენიშვილის შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და საქართველოს ხელისუფლებამ საკმარისი ტოლერანტობა გამოიჩინა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართ. სტრასბურგის სასამართლომ თქვა რომ სახელმწიფოს მოქმედებები პარლამენტის შენობის შესასვლელების გათავისუფლების მიზნით, მართლზომიერი იყო.
