ომის 211-ე დღე უკრაინაში
რუსეთმა 200-ზე მეტი უკრაინელი ტყვე გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი უკრაინისგან 55 სამხედრო ტყვე და პრორუსი ბიზნესმენი ვიქტორ მედვედჩუკი მიიღო. გათავისუფლებულ ტყვეებს შორის არიან აზოვის პოლკის მეთაურები, რომლებიც, მხარეთა შეთანხმებით, ომის დასრულებამდე თურქეთის ტერიტორიაზე დარჩებიან. ტყვეების გაცვლა სწორედ თურქეთის შუამავლობით მოხერხდა. რუსების ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის მხარეს მებრძოლი 10 უცხოელიც. მათ შორის ამერიკის ორი და ბრიტანეთის ხუთი მოქალაქეა.
