ჯანდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებშია
ჯანდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მაღალი დონის შეხვედრაზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა. ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ფარავს. მინისტრმა, ჯანდაცვის ახალ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მაისში დამტკიცდა. მისი განმარტებით, დოკუმენტი, მოიცავს ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად.
