გაეროზე სიტყვით უკვე გამოვიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი
გაეროზე სიტყვით უკვე გამოვიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის მოხსენებას ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და თქვა რომ სასტიკი, უაზრო ომი, ერთი კაცის მიერ იყო არჩეული. ჯო ბაიდენმა, გაეროს რეფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკა მხარს უჭერს უშიშროების საბჭოში მუდმივმოქმედი და არამუდმივმოქმედი წევრების რაოდენობის გაზრდას.
