პუტინის განკარგულება
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებია. ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტების დაკავების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ომში სამხედრო ძალის შესავსებად ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ომში სამხედრო გამოცდილების მქონე რეზერვისტები წავლენ. პუტინმა საჭიროების შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გამოყენებაც არ გამორიცხა. ამ განცხადების შემდეგ, დასავლეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციას ელოდება, თუმცა ნატოსა და ევროკავშირში აცხადებენ, რომ ამისთვის მზად არიან.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
