ლევან მურუსიძე სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს
ამის შესახებ მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განმარტა, სასამართლოს წინააღმდეგ იგეგმება გარკვეული დისკრედიტაცია. მისივე თქმით, გოგაშვილმა პირადად მას მიმართა წერილით, რომელშიც ციხიდან გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გოგაშვილი სასამართლოს წინააღმდეგ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმით და უწყების დისკრედიტაციით იმუქრებოდა.
