ბანკზე თავდასხმის საქმე
ტერორისტული აქტი, ტერორისტული მიზნით მძევალთა ხელში ჩაგდება და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება. სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმის საქმის გამოძიება. წარმატებული სპეცოპერაციისას დაკავებულისთვის, ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. გრიგოლ ნარსია ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მის ინტერესებს იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს. ყოფილი მძევლები კი, მედიასთან თავდასხმის დეტალებს იხსენებენ.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
