ეკა გიგაურის პოლიტიკური განცხადება
მორიგი პოლიტიკური განცხადება ეკა გიგაურისგან. ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი ხალხი იყოს ღარიბი, იმიტომ, რომ როცა ადამიანები არიან ღარიბები, მათი მანიპულაცია არჩევნების დროს, არის ძალიან მარტივი - ეს საერთაშორისო გამჭვირვალობის დირექტორის სიტყვებია. უტიფარი და უსაფუძვლო- ასე აფასებს მმართველი გუნდი გიგაურის განცხადებას. მათი თქმით, უტიფრობაა როცა ასეთ განცხადებას აკეთებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი, რომელიც არჩევნებს აკვირდება. აქედან გამომდინარე, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ამ განცხადების ავტორს არასამთავრობო სექტორთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათივე თქმით, საერთაშორისო გამჭვირვალობა არის არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ერთ ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტია
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
