ევროპულ რეკომენდაციებს გამიჯნული რადიკალები
ევროპულ რეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობა და რადიკალური ოპოზიციის ჩართვა სამუშაო ჯგუფებში - ეს არის ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის მთავარი მოწოდება. ევროპარლამენტარი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. მისი თქმით, ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი არის პოზიტიური ნიშანი და მიუხედავად გარკვეული იმედგაცრუებისა, შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა და საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ამ მოწოდებების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის და ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ ერთვება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
