"თბილისიმარათონი 2022"
25 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში „თბილისიმარათონი 2022“ გაიმართება. წლევანდელი მარათონი ნახევარ მარათონს, 10-კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს მოიცავს. სტარტი რუსთაველის გამზირზე პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან არის დაგეგმილი და სპეციალურად ღონისძიებისთვის ქალაქის ისტორიული ქუჩები დროებით გადაიკეტება. კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“ შემოსულ თანხას აუტიზმის ეროვნული ცენტრის 24-საათიანი მონიტორინგის კოტეჯის მშენებლობას მოახმარს. მომავალ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დღეს სასტუმრო „შერატონში“ პრეს-კონფერენცია გაიმართა.
