ბანკზე თავდასხმის საქმე
ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისათვის, წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ცნობილია, რომ მის ინტერესებს, იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში, თავდამსხმელს უკვე შეხვდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ რომ გრიგოლ ნარსია სავარაუდოდ, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა მოტივზე, მათი ინფორმაციით, დაკავებული არაფერს ამბობს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
