სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ 200- ათასი დოზა სანოფი პასტერის წარმოების 4 კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხანდაზმულებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ასევე სხვა და სხვა ტიპის რისკ ჯგუფების მქონე პირებს, უფასოდ ჩაუტარდებათ.
