მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს
ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში ამ დღესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის ტაძარში წირვა მეუფე შიომ აღავლინა. სადღესასწაულო წირვა ლოცვას საქართველოში სტუმრად მყოფი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის არქიმანდრიტი მამა ეფრემი დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა. ტაძარში დაბრძანებული ათონის მთიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მეუფე შიომ მამართა
