მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველებს
სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე - ამ განცხადებას, თბილისის მერი აკეთებს. თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მერი ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. პოლიციელების პროფესიონალიზმზე, ისაუბრა, პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის თქმით, პოლიციელებმა, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს მძევლად აყვანილი მოქალაქეების უსაფრთხოება. პოლიციას მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც.
