ახალი გენერალური აუდიტორის წარდგენა
პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა „წარმოგიდგენთ ცოტნე ყავლაშვილს, რომელსაც ბევრი თქვენგანი იცნობს - იგი წლებია, საჯარო სამსახურში მუშაობს და გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით და მაგალითია იმის, რომ საჯარო სამსახურში შრომით, კვალიფიკაციით, კეთილსინდისიერებით შეიძლება, ადამიანმა კარიერული საფეხურები გაიაროს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაცხადა, სადაც თანამშრომლებს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი - გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი წარუდგინა.
