მასობრივი არეულობა ირანში
მასობრივი არეულობაა ირანში. საპროტესტო აქციები პოლიციის განყოფილებაში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც „ჰიჯაბის არასათანადო ტარებისთვის“ დააკავეს. სამართალდამცველები მანიფესტანტთა წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ. ცნობილია რამდენიმე დაღუპულისა და ასობით დაშავებულის შესახებ. სამართალდამცველებმა 500-ზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს.
