პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა
ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. კრემლის ლიდერმა დასავლეთი რუსეთის განადგურების მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების შესახებ გამოცხადებულ რეფერენდუმებს მხარი დაუჭირა. პუტინმა დასავლეთს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და საჭიროების შემთხვევაში მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს.
