ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
პარიზში, ტოპ რასას მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ათამდე ტურისტული კომპანია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარდგენილი. სამ დღიანი საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.
