საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს პასუხობს. პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ცვლილებების პაკეტი ექსპერტული დასკვნების მისაღებად სწორედ ამ ორგანიზაციებში გაიგზავნება. ინიციატივის კანონად ქცევის შემდეგ კი არჩევნები საქართველოში 2024-ი წლიდან ელექტრონული სისტემით გაიმართება.
