გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია დღეს გაიხსნა
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია დღეს გაიხსნა. სესიაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს. წელს გაეროში სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები იმსჯელებენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, კლიმატურ გამოწვევებზე, სიღარებესა და უთანასწორობაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება სახელმწიფოებს შორის მტრული ურთიერთობები, რაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ კიდევ უფრო გააღრმავა.
