ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია გრძელდება
ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია გრძელდება. "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი დაახლოებით 11 საათზე შეიჭრა. მას მძევლად აყვანილი ჰყავს 12 ადამიანი. ითხოვს ორ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას. თავმდამსხმელი, ვიდეობს სისტემატურად ავრცელებს. ერთ- ერთ ვიდეოში ჩანს კარზე დამაგრებული საგნები, რომელზეც თავად ამბობს რომ ასაფეთქებელი მოწყობილობაა და კარის გაღების შემთხვევაში ამოქმედდება. ასევე მას თავად აქვს სხეულზე დამაგრებული ხელყუმბარა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.
