პრემიერ-მინისტრი გაეროში ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს
პრემიერ-მინისტრი გაეროში ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. პრემიერ მინისტრმა ანტონიო გუტიერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს მონაწილეობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია
