პრემიერ-მინისტრმა, განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა
პრემიერ-მინისტრმა, განათლების გარდაქმნის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა. „განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გენერალური მდივნის ინიციატივით გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება და ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. პრემიერმა სკოლების რეაბილიტაციასა და მშენებლობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ყველა ქართული სკოლა სრულად იქნება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი. სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებზე და უკრაინელ მოსწავლეებზეც ისაუბრა.
