დედოფალი ელისაბედ II უინძორის ტაძარში დაკრძალეს
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე უინძორის ციხესიმაგრეში, მეფე ჯორჯ მეექსვსის მემორიალურ სამლოცველოში, მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის, ფილიპის გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. გლოვის პერიოდი ქვეყანაში კიდევ ერთი კვირით - 26 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
