შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმის აეროპორტში 11 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმის აეროპორტში 11 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალება სამხრეთ აფრიკიდან შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილი სამალავიდან, 11 კილოგრამი და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
