პრემიერ მინისტრი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
დაზვერვის სამსახური ნებისმიერი ქვეყნისათვის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ელემენტია. დღეს, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, თქვენი ინსტიტუტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია. საქართველოს სჭირდება ძლიერი დაზვერვის სამსახური. შესაბამისად, გისურვებთ ინსტიტუციურ განვითარებას და წინსვლას - წერს ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
