ოპოზიციის ახალი მოძრაობა
"სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩს", "დროას" და "ლელოს" ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა არ უნდათ, თუმცა პროევროპული მოძრაობის შექმნას აანონსებენ. ინიციატივა საკუთარ თავზე გიორგი ვაშაძემ აიღო. სანამ სხვები ჩუმად არიან, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ამბობს, რომ ერთობა საბოლოო სახეს მალე მიიღებს. ყოველდღიური ქმედებები და არა წინასწარი განცხადებები - ეს იქნება მოძრაობის სტრატეგია. თუმცა ამ ყველაფრის ოპოზიციაშიც კი ბევრს არ სჯერა. ვაშაძის ინიციატივას სერიოზულად არც ქართულ ოცნებაში აღიქვამენ და ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები მაინც ნაციონალური მოძრაობის წევრებად დარჩნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
