პრემიერი გაეროში
პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკშია. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიას დაესწრება. ის დებატებში და გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრებიც. უკრაინაში ომის პარალელურად, წელს გაეროს 77-ე სესიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სახელმწიფოების მეთაურებს უკრაინის პრეზიდენტი ონლაინ მიმართავს. სხდომას რუსული დელეგაციაც დაესწრება. წელს გაეროს სესიაზე გლობალური უსაფრთხოება მთავარი საკითხი იქნება.
