შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მარკ დიმესმაკერს და ჯგუფის წევრებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ბელგიის სამეფოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პარლამენტში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.
