საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს
წერილი, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას შეეხება. ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის, შესაბამისად, არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას, საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ წერილში.
