ქართული სამხედრო ავიაციის დღე
ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის დღე აღინიშნა. პირად შემადგენლობას პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქართული ავიაციის გაძლიერებისა და ავიაციის პარკის განახლების მხრივ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. სამხედრო ავიაციის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. ქართული ავიაციის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ცერემონიის დაწყებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
