ვითარება სამხედრო ავიაციაში
„არასდროს დამიმალავს, რომ საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. დამალვა რომ მინდოდეს, დედაჩემზე კი არ გაფორმდებოდა ქონება, სხვაზე გავაფორმებდი - ამ განცხადებას თავდაცვის მინისტრი, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აკეთებს, რომელიც მინისტრის ქონებას შეეხებოდა. ბურჭულაძე აცხადებს, რომ ქობულეთში სახლი 1955 წელს, მისმა დიდმა ბაბუამ ააშენა, წყნეთში არსებული ქონება კი მან ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს, 2010 წელს შეიძინა. თქვენ ამით ჩემს რეპუტაციას კი არა, ქართული ჯარის რეპუტაციას ლახავთ, აღვივებთ შუღლს - უთხრა ჟურნალისტს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
