სამართალდარღვევით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 70 გამოვლენილი ფაქტი
მათ შორის 44 შემთხვევა კერძო სექტორში, 20— საჯაროში, ხოლო 6 სამართალდამცავ ორგანოებში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაარსებიდან დღემდე საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი სამსახურის ხელმძღვანელი იყო. უწყების ხელმძღვანელმა სამსახურის ფუნქციებსა და მანდატზე ისაუბრა და გასული 6 თვის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. საუბარი შეეხო განხორციელებულ პროექტებს, პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს. ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი დაესწრნენ.
