კიკეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
კიკეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 58 წლის მამაკაცს, რომელსაც გამოძიება ერთი ადამიანის მკვლელობას და 5 მოქალაქის დაჭრას ედავება, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. უკვე ცნობილია, დანაშაულის მოტივი. ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და თავდაპირველად მას და მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შურისძიების მოტივით კი ბრალდებულმა, შემთხვევის ადგილზე იარაღი მიიტანა და გაისროლა. საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ მოკლულის ახლობლები.
