გიორგი ვაშაძის უსაფუძვლო ბრალდება
გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებას", ფქვილის ბიზნესის ლობირებასა და ქონების უკანონო მიღებაში ადანაშაულებს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი აცხადებს, რომ ყოველი გაყიდული ერთი ტომარა ფქვილიდან, "ქართულ ოცნებას" 20 ლარიანი სარგებელი აქვს. გიორგი ვაშაძეს წერილობითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია სარგებელს მომხმარებლების ხარჯზე ნახულობს. ოპოზიციის ბრალდებებს დღეს ქართულ ოცნებაში უპასუხეს. მმართველი პარტია ვაშაძეს სიცრუეში ამხელს და პოლიტიკურ პოპულიზმში ადანაშაულებს.
